რეკლამა

ხარაგაულის სოფელ ჩხერში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის სოფელ ჩხერში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულში, სოფელ ჩხერის დასაწყისში არსებული ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

"პროექტის განხორციელებით, სოფლის მაცხოვრებლებისთვის, გადაადგილების სერიოზული პრობლემა მოგვარდა და მგზავრობა კომფორტული გახდა. 

ჩხერში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ამით არ დასრულებულა. ხარაგაულის მერიამ ასევე შეისყიდა პროექტი, რომელიც სოფელ ჩხერის ცენტრიდან, სოფლის ბოლომდე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 

პროექტის განხორციელება  მომავალი კალენდარული წლის განმავლობაში არის დაგეგმილი,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 

𝟮𝟬𝟮𝟰 წელს  ხარაგაულის მერიამ 𝟲 𝟬𝟱𝟭 𝟮𝟳𝟭 ლარის ღირებულების 𝟮𝟴 ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები