იტვირთება

12-14 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

12-14 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

დასავლეთ საქართველოში 15 მარტამდე თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში 12–13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი.

თბილისში 12-13 მარტს უნალექო ამინდი  იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.   ჰაერის ტემპერატურა   +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება,

 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა  +20, +22 გრადუსი იქნება. 

 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი,  ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსი იქნება.

 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის  ტემპერატურა   +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.  

 ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 12-13 მარტს უნალექო, ხოლო 14 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი იქნება.  

 აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი  იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.  

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი  იქნება, ხოლო 14 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები