რეკლამა

ჭიათურის ისტორიული თეატრის რეაბილიტაციაზე 14 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ჭიათურის ისტორიული თეატრის რეაბილიტაციაზე 14 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ჭიათურაში აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 13.660 231 მლნ ლარს შეადგენს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფონდიდან განხორციელდება.

პროექტი  გულისხმობს:  სახურავის გამაგრების სამუშაოებს,  შენობისგან წყლის გადაყვანის სამუშაოებს, მათ შორის შენობის უკანა კედლის ჰიდროიზოლაციას, საქვაბისა და სარეპეტიციო შენობის აშენებას,შენობის ფასადების რეაბილიტაციას, კედლების, ჭერების, იატაკების, კარ-ფანჯრების მოწყობა-რეაბილიტაციას, საფეხურების და მოზაიკის იატაკების აღდგენას, ვიტრაჟების რეაბილიტაციას,აკუსტიკურ სამუშაოებს, საინჟინრო ქსელების მოწყობის სამუშაოებს,დარბაზის ჭერის, კედლების ორნამენტებისა და მხატვრობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას. სარეაბილიტაციო  სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდკინგსი“ ასრულებს.

"ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად,. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს და აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი.  თეატრის რეაბილიტაცია დაახლოებით 2 წელიწადში უნდა დასრულდეს.  აღნიშნული პროექტი საჩხერის,ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კვიჟინაძის აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს. აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი სპექტაკლებს დროებით კულტურის  ცენტრის დარბაზში გამართავს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები