TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში, პატარა ხარაგაულს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა

ხარაგაულში, პატარა ხარაგაულს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა

ხარაგაულში, პატარა ხარაგაულს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა

ხარაგაულში, პატარა ხარაგაულს სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა.

ხარაგაულის მერის ინფორმაციით, ორი დღეა პატარა ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალის მიწოდების პრობლემა  შეექმნა, რადგან დაზიანდა წყლის ტუმბო.

“პრობლემის აღმოსაფხვრელად დაუყონებლივ დავიწყეთ აქტიური მუშაობა.  პირადად ვესაუბრე გაერთიანებული წყლის კომპანიის ხელმძღვანელს, ბატონ დავით კვინიკაძეს და იმერეთის რეგიონალური სამსახურის უფროსს მამუკა  ქვათაძეს. სამუშაოებში ასევე აქტიურად ჩაერთვნენ ა(ა) იპ “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის" სამსახურის თანამშრომლები. ერთობლივი ძალებით მოხდა ახალი სისტემიდან ძველ სისტემაზე წყლის გადატანა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველა მოქალაქის ეზოსთან მიყვანილია ახალი სისტემით წყალი და მოწყობილია მრიცხველი.  საჭიროა საკუთარ სახლებში უზრუნველყონ მოქალაქეებმა წყლის სისტემის გამართვა. ვისაც ფინანსური პრობლემა აქვს, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ა(ა) იპ “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” სამსახურს და
 მიიღონ მათგან ტექნიკური დახმარება პროგრამის ფარგლებში. 

“ხარაგაულკეთილმოწყობა” და წყლის კომპანია იმსახურებს მადლობას ოპერატიულად პრობლემის მოგვარების გამო.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დაბის მოსახლეობას წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება. პროექტის განსახორციელებლად შვიდ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu