TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხის ასანთებად ემზადებიან


ქუთაისში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი მიმდინარეობს.

ცენტრალურ მოედანზე უკვე მოწყობილია ჯიხურები საახალწლო ბაზრობისთვის, საბავშვო სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით,  საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში და დაბა ბაკურიანში 21 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. 

საახალწლო პროგრამები 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო დღის ბოლოს ყველა საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu