TOPNEWS » მთავარი თემა » რა იცვლება თერჯოლის სამუსიკო სკოლაში?

რა იცვლება თერჯოლის სამუსიკო სკოლაში?

რა იცვლება თერჯოლის სამუსიკო სკოლაში?

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე იმერეთის გუბერნატორ ლევან ზალკალიანთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან ერთად, თერჯოლის ვ. კუბლაშვილის სახელობის  სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.

 თერჯოლის სამუსიკო სკოლის  სარეაბილიტაციო სამუშაოები რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანდაფინანსებით მიმდინარეობს.  ინფრასტრუქტურული პროექტის  ფარგლებში, შენობას სრული რეაბილიტაცია უტარდება. შეიცვალა სახურავი, შეკეთდა და შეიღება გარე ფასადი, შემოიღობა  სკოლის  ეზო. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის  შიდა სამუშაოები, დამონტაჟდა გათბობის სისტემა და  სველი წერტილები, დაგეგმილია ოთახების იატაკის, კედლების, ჭერის, სცენის და  ასევე ეზოს  კეთილმოწყობა.   პროექტი გარდამავალია და 2025 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. 

 აღსანიშნავია, რომ სამუსიკო სკოლაში  4  სხვადასხვა  მუსიკალური  მიმართულებით 173 მოსწავლე სწავლობს.

 შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu