TOPNEWS » მთავარი თემა » გლოვა საჩხერის სოფელში-18 წლის გოგონა ავარიას ემსხვერპლა

გლოვა საჩხერის სოფელში-18 წლის გოგონა ავარიას ემსხვერპლა

გლოვა საჩხერის სოფელში-18 წლის გოგონა ავარიას ემსხვერპლა

სა­ჩხე­რე­ში მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას 18 წლის გო­გო­ნას, მა­რი­ამ შუ­ბი­თი­ძის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ტრა­გე­დია სო­ფელ კორ­ბო­ულ­ში მოხ­და. დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია და მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სა­ვა­რა­უ­დოდ სა­ჭეს­თან მთვრა­ლი მძღო­ლი იჯდა, რო­მელ­მაც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბას­თან შე­ვარ­და, სა­დაც ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო იქ მყოფ­მა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდამ და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ისი­ნი ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან.

“ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, 18 წლის სიცოცხლით სავსე გოგონა, მარიამ შუბითიძეა გარდაცვლილი. სოფლის ახალგაზრდები წუხელ, საღამოს შეიკრიბნენ ე.წ ბირჟაზე, ავტობუსების მოსაცდელში. საღამოს საათებში იქ იყვნენ და საუბრობდნენ, მხიარულობდნენ ერთად. სწორედ ამ დროს შევარდა თურმე მანქანა იქ და დაეჯახა შეკრებილ ახალგაზრდებს. მარი ადგილზეა გარდაცვლილი, როგორც ვიცი 4 ახალგაზრდას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული და ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მძღოლიც ადგილობრივია, სხვა უბანში ცხოვრობს. ამბობენ, რომ გალეშილი მთვარალი ყოფილა და ისე მართავდა მანქანას, ფარებიც კი არ იყო ანთებულიო. პირდაპირ შევარდა იქ, სადაც ბავშვები იყვნენ და დაღუპა ეს ოჯახი. მარიამს თურმე თავის ტრავმა ჰქონდა და ადგილზე დაიღუპა. ამბობენ, სასწრაფო დახმარება ძალიან უცებ მოვიდა, მაგრამ მარიამს ვერავინ უშველა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. მძღოლს მე არ ვიცნობ, როგორც მითხრეს 35 წლის ბიჭია, უცოლშვილო, მარტო მამა ჰყოლია სახლში. ეტყობა დალევა უყვარდა, ამბობენ რამდენიმე მანქანა სხვა დროსაც დაუმტვრევიაო. მაგრამ ამით ჭკუა ვერ ისწავლა და დაღუპა ოჯახები. მარიამი ულამაზესი გოგონა იყო, წელს დაამთავრა სკოლა და სტუდენტი გახდა, ახლა ამით იყო გახარებილი. ახლა იწყებდა ცხოვრებას და ასე მოუსწრაფეს სიცოცხლე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. სამძიმარზე ვიყავი მისული. იქ ისეთი ამბავი ტრიალებს კინაღამ გული წამივიდა. როგორც ვიცი, იმ ტრაგედიის დროს იქ იყო მარიამის შეყვარებული ბიჭიც, ისიც დაშავდა. თქვეს თბილისის კლინიკაში წაიყვანესო. როგორც ვიცი, 3 ახალგაზრდა რჩება კლინიკაში, რამდენიმეს პირველადი დახმარება გაეწიათ და ისინი გაუშვეს. ძალიან განვიცდით ყველანი, ეს არის ჩვენი დიდი გულისტკივილი ახლა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და დაშავებულ ახალგაზრდებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu