ქუთაისში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ტრადიციული ღონისძიება-კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
კონკურსის ორგანიზატორს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილება წარმოადგენდა.
"კონკურსის ჩატარება უზრუნველყო ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების განათლების განყოფილებამ. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: მაყვალა ქობულაძე;
კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისში 2014 წლიდან მიმდინარეობს, კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ანბანის ხელით წერის კულტურის განვითარებას.
კონკურსის სამიზნე აუდიტორია:
ქალაქ ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები; პედაგოგები სასწავლო დაწესებულებებიდან, ასევე, სხვადასხვა ასაკის და პროფესიის დაინტერესებული პირები.
გამარჯვებულები მ/წლის 2 აპრილს, გამოავლინა ქუთაისის მერის ბრძანებით დამტკიცებულმა დროებითმა კომისიამ. სულ კონკურსზე გამოცხადდა 168 კონკურსანტი;
მიმდინარე წელს ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდნენ:
I-II-III ადგილზე გასული მოსწავლეები;
I-II-III ადგილზე გასული პედაგოგები;
I-II-III ადგილზე გასული სხვადასხვა ასაკის და პროფესიის პირები; კომისიის რჩეული. შესაბამისად, 300, 250, 200 ლარი, 150ლარი;
საკონკურსო დავალება მოიცავდა: ნაბეჭდი ტექსტის მხედრული კალიგრაფიით გადაწერას, თავიანთი შემოქმედებითი გემოვნების მიხედვით;
დავალების შესრულებისას კონკურსანტებს ჰქონდათ თავისუფლება ნამუშევრის გაფორმებასა და კომპოზიციის ფურცელზე გადანაწილებაში. სამუშაო დრო 2 აკადემიური საათი.
2024 წლის კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ჩაფიჩაძე თამარ Iადგილი, N1 საჯარო სკოლის მოსწავლე
ხვისტანი ქეთევანი IIადგილი, N1 საჯარო სკოლის მოსწავლე
ჩაგანავა ლოლიტა IIIადგილი, N24 საჯარო სკოლის მოსწავლე
კოპალიანი თორნიკე Iადგილი, სტუდენტი
ენდელაძე ელენე IIადგილი, სტუდენტი
ჩუბუნიძე ელისო IIIადგილი, მეცნიერ-მუშაკი
ბედინაშვილი ნათია Iადგილი N24 საჯარო სკოლის მასწავლებელი
დანგაძე ნატო IIადგილი N24 საჯარო სკოლის მასწავლებელი
ტორჩინავა ინგა IIIადგილი, N10 საჯარო სკოლის მასწავლებელი
თურქია ნინო ჟიურის რჩეული, N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი
საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა Gari Chafidze , მათი კონკურსის საფუძველზე, ოქროს სიგელით დააჯილდოვა მათი ,,რჩეული’’. ცხრა კონკურსანტი:
ქეთი მინდიაშვილი - მერაბ ჭოხონელიძის კერძო სკოლის პედაგოგი;
თამარ კიკატუნიძე - N1 სამუსიკო სკოლის პედაგოგი;
დავით მინდიაშვილი - N11 საჯარო სკოლის პედაგოგი;
ლინდა ჩოგოვაძე - წყალტუბო, ბანოჯის საჯარო სკოლის მოსწავლე;
დარინა ბერძული - ქ.ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე;
თამარ მეტრეველი - დიასახლისი;
სოფიო ბოყოველი - ქ.ქუთაისის N13 საჯარო სკოლის პედაგოგი;
თეკლა ჟორჟოლიანი- მენეჯერი,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.