TOPNEWS » მთავარი თემა » მთავრობა 49 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ალპანაში მდებარე ქვესადგურიდან დაიწყება და ცაგერის, ტყიბულისა და წყალტუბოს გავლით, გუმბრას ქვესადგურს დაუკავშირდება

მთავრობა 49 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ალპანაში მდებარე ქვესადგურიდან დაიწყება და ცაგერის, ტყიბულისა და წყალტუბოს გავლით, გუმბრას ქვესადგურს დაუკავშირდება

მთავრობა 49 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ალპანაში მდებარე ქვესადგურიდან დაიწყება და ცაგერის, ტყიბულისა და წყალტუბოს გავლით, გუმბრას ქვესადგურს დაუკავშირდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭა ექსპროპრიაციის უფლება „ლაჯანური-წყალტუბოს“ 500 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში.

ბრძანების თანახმად, პროექტი მიჩნეულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონედ. იგი ითვალისწინებს დაახლოებით 49 კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, რომელიც ალპანაში მდებარე ქვესადგურიდან დაიწყება და ცაგერის, ტყიბულისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების გავლით გუმბრას ქვესადგურს დაუკავშირდება.

ექსპორპრეაციას ექვემდებარება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში მდებარე 87 კვადრატული მეტრის; 433 კვადრატული მეტრის; 5 კვადრატული მეტრის და 479 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები.

განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის მიზანია ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერება, ენერგომომარაგების სტაბილურობის გაზრდა და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ასევე, იგი ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული და დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების ინტეგრაციას ერთიან ენერგოსისტემაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მესაკუთრეებს წინასწარ შესთავაზეს მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისება შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ამ საფუძვლით, კომპანიამ მიმართა სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების მოთხოვნით.

კანონმდებლობის შესაბამისად, ექსპროპრიაცია დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში და გულისხმობს წინასწარ, სრულ და სამართლიან ანაზღაურებას. კომპენსაციის ოდენობაზე უთანხმოების შემთხვევაში, დავა განიხილება სასამართლოს მიერ.

ბიუჯეტის თანახმად, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა 174 მილიონი ლარი ჯდება, აქედან 2026 წელს 45 მილიონი ლარის ათვისება არის გათვალისწინებული. პროექტი KFW-სა და ევროკავშირის კრედიტებით ფინანსდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu