რეკლამა

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გიდებისთვის ლექცია გაიმართა

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გიდებისთვის ლექცია გაიმართა

იმერეთის რეგიონში მომუშავე გიდების პროფესიული უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, DMO იმერეთი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჯარო ლექციების ციკლს აგრძელებს.

ამჯერად, დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, პოლიტიკოსისა და პუბლიცისტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საჯარო ლექციას “ამბები ნიკო ნიკოლაძეზე” საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორი და ცნობილი წამყვანი ნიკა წულუკიძე გაუძღვა.

საჯარო ლექციის მსმენელებს შეხვდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, რომელმაც სამტრედიის ტურისტულ რესურსებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. 
მუზეუმის სტუმრებს  გიდობა გაუწია ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გიორგი ფანცულაიამ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები