TOPNEWS » მთავარი თემა » კარიბჭე, ფანჩატურები, საკოცონე ადგილები-რა კეთდება კურორტ მუაშში?

კარიბჭე, ფანჩატურები, საკოცონე ადგილები-რა კეთდება კურორტ მუაშში?

კარიბჭე, ფანჩატურები, საკოცონე ადგილები-რა კეთდება კურორტ მუაშში?

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კურორტ მუაშის მჟავე წყლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 183 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა შესასვლელში კარიბჭე, ფანჩატურები, დასასვენებელი სივრცეები, საკოცონე ადგილები, კოშკები, მზის განათებაზე მომუშავე სანათები.

მიმდინარე პროექტი სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად დაათვალიერეს, რწმუნებულის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა, ბერდია ჩანქსელიანმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu