TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ბურძენიძე საქართველოს მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა
ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ბურძენიძე საქართველოს მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა
ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ბურძენიძე საქართველოს მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოვდა.
პედაგოგს ჯილდოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე ულოცავს.
“ქალბატონი ნანა, რომელმაც არაერთი თაობა აღზარდა, მრავალი წელია უმაღლესი პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და დაუღალავი შრომით ემსახურება განათლების სფეროს.
ეს წარმატება აღიარებაა იმ თავდაუზოგავი შრომისა და ერთგულების, რომელსაც ნანა ბურძენიძე მომავალი თაობის აღზრდისა და განვითარების საქმეში ავლენს.
გილოცავთ ამ ღირსეულ აღიარებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით ენერგიას და ახალ წარმატებებს,”-ამბობს გივი მოდებაძე.

















