21 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა კრებას აღნიშნავს.
ვანის სოფელ ბაგინეთში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში "მთავარანგელოზობას" განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ყოველწლიურად ამ დღეს ტაძარს ათასობით მომლოცველი სტუმრობს.
სოფელ ბაგინეთში არსებული ტაძარი მოსახლეობის შემოწირულობით აღდგა.