რეკლამა

რა ქონებას ფლობს სამტრედიის მერი?

რა ქონებას ფლობს სამტრედიის მერი?

საინფორმაციო სააგენტო Topnews.ge თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაშუქებას განაგრძობს. სააგენტო ამჯერად სამტრედიის მერის, დავით ბახტაძის ქონებრივ დეკლარაციას გაგაცნობთ.

დავით ბახტაძემ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2023 წლის 29 მარტს შეავსო. 

დეკლარაციის მიხედვით, მერი სამტრედიაში ფლობს 3 მიწის ნაკვეთს და 1 ბინას, რომელიც 2006 წელს შეიძინა. მერის მეუღლე ქეთევან კახაძე ფლობს "ჰიუნდაი ელანტრა"-ს მარკის მსუბუქ ავტომობილს, რომელიც 2020 წელს შეიძინა. 

დოკუმენტის თანახმად, მერის მეუღლე სამტრედიის N11 საჯარო სკოლაში, ხოლო შვილი ანი ბახტაძე "საქართველოს რკინიგზი"-ს სამტრედიის სერვის-ცენტრშია დასაქმებული.


ტეგები:

Facebook - კომენტარები