ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი სასწავლო წელი დაიწყო
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად KIU-ში პირველკურსელთა მიღება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში პირველკურსელების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი პაატა ტურავა და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი.
მიღებაზე პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების ხელმძღვანელებს, მოესმინათ სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ 2025-2026 აკადემიურ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შთამბეჭდავი სიახლეებითა და მიზნებით ხვდება. KIU-ს აკადემიურ სივრცეს სხვადასხვა საფეხურის ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა. წელს KIU-ს ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი კვლავინდებურად საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე აბიტურიენტებმა გამოხატეს.
KIU-ში სტუდენტებს ელოდებათ 163 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშლილი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ულტრათანამედროვე კამპუსი, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები, თანამედროვე ლაბორატორიები და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, სტუდენტური პროექტებისა და სტარტაპების მხარდამჭერი პროგრამები, კონკურსები, ოლიმპიადები, პროფესიული კლუბები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები, სამეცნიერო სემინარები და ვორქშოპები. წარჩინებულ სტუდენტებს KIU სთავაზობს სხვადასხვა სახის სტიპენდიას, სტაჟირებასა და გაცვლით პროგრამას.





