2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ემიგრანტთა რაოდენობა 96%-ით გაიზარდა-ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე ავრცელებს.
"როდესაც ეკონომიკა ძლიერია, ემიგრაცია არ იზრდება.
როდესაც ჯანდაცვა და განათლება მაღალ დონეზეა, ემიგრაცია არ იზრდება.
როდესაც ქვეყანა ვითარდება, ემიგრაცია არ იზდება.
აქვე, წასული ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა ან ევროკავშირში ან ამერიკაში.
ევროკავშირი და ამერიკა საემიგრაციო დონეზე ყოველთვიური გადმორიცხვებით საქართველოს მოსახლეობის 30% - ს ინახავს პირდაპირი მნოშვნელობით.
ევროკავშირში დასაქმება, DCFTA, ERASMUS და ვიზალობერალიზაცია ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობას მიიღოს უკეთესი განათლება, დასაქმდეს, შექმნას ბიზნესი და ა.შ.
ნუ დავკარგავთ ამ ძალიან დიდ მონაპოვარს. ევროკავშირის და აშშ-ს ფინანსური დახმარების, საემიგრაციო პოლიტიკის და ხელშეწყობის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება.
საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 72% სწორედ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხებია. დოლარი და ევრო.
ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ დასავლეთში არსებულ კეთილგანწყობებს. ეს ყველაფერი აისახება თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე და ქმნის უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას,"-ამბობს ეკონომისტი.