TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიასთან "სირცხვილის დერეფნის" მოწყობა იგეგმება

ქუთაისის მერიასთან "სირცხვილის დერეფნის" მოწყობა იგეგმება

ქუთაისის მერიასთან "სირცხვილის დერეფნის" მოწყობა იგეგმება

ქუთაისის მერიასთან "გამჭვირვალობის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მონაწილეები სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ. 

"დღეს საქართველოს მოქალაქეები თბილისში, რუსთაველის გამზირზე ღამეს ათევენ ჩვენი ევროპული მომავლისთვის.

მნიშვნელოვანია დედაქალაქს რეგიონის მკაფიო და პრინციპული ხმა გავაგონოთ.

არაერთ ქალაქში დილის 9 საათზე დაგეგმილია აქცია მერიის შენობებთან.

თუ ხარ ქუთაისში, მხარს უჭერ საქართველოს ევროპულ მომავალს, 
ვერ ახერხებ თბილისში წასვლას,
გსურს საკუთარი ქალაქიდან გააგონო ხელისუფლებას შენი ხმა, გელოდებით 09:00 სთ.-ზე ქუთაისის მერიის წინ.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერაც არ ჩაუთვლია თავიანთი ქალაქის მაცხოვრებლები მიმდინარე მოვლენებზე კომენტარის გაკეთების ღირსად,"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu