ხარაგაულის მერია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტზე მუშაობს.
|მერის, კობა ლურსმანაშვილი ბრძანების, საფუძველზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და ტექნიკური ჯგუფი, რომელიც 2025 წლის თებერვლამდე აღნიშნულ დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს.
დოკუმენტზე მუშაობის მიზნით უკვე გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა.
დღეს დოკუმენტის სამუშაო ვარიანტის პირველი საჯარო განხილვა შედგა.
შეხვედრას PMCG – ის კონსულტანტი პაატა კლდიაშვილი უძღვებოდა.
"დღეს სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა საშუალოვადიანი დოკუმენტის სამუშაო ვერსია. მოხდა არსებული მდგომარეობის, პრიორიტეტების და გამოწვევების საჯარო განხილვა. ჩვენ საზოგადოების მხრიდან მივიღეთ უკუკავშირი, რომელიც ინფორმაციის სახით გადამუშავდება და დოკუმენტის სახეს მიიღებს. სამუშაო ჯგუფი ამჯერად პრიორიტეტების განსაზღვრაზე იმუშავებს, რომლის შემდეგ ჩვენ კიდევ გავმართავთ ანალოგიურ საჯარო შეხვედრას,"-ამბობს პაატა კლდიაშვილი.
მუნიციპალიტეტის მხარდაჭერას საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შექმნის პროცესში USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა და პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG) ახორციელებს.