საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
13:00–18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
13:00–18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
13:00-18:00 საგამოფენო სივრცე - „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“;
13:00-19:00 კვების სივრცე;
14:00–18:00 ღია კინო-თეატრი;
13:00-17:00 საბავშო სივრცე, სახალისო თამაშები;
14:00-16:30 სპორტული შეჯიბრებები: ჭადრაკი, მშვილდის სროლა, ველოსიპედი. გამარჯვებულების დაჯილდოება;
13:00-15:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ი.კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით;
19:00-21:00 ჯგუფი “ურსა“, კახაბერი და ხანუმები.