TOPNEWS » მთავარი თემა » რა ეტაპზეა გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა?

რა ეტაპზეა გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა?

რა ეტაპზეა გოგნის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა?

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე “გოგნის ქარის კომპანიის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გოგნის ქარის ელექტროსადგურის დაგეგმილი მშენებლობის ტექნიკურ მხარეებზე ისაუბრეს.

თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში 224 მგვტ სიმძლავრის „გოგნის ქარის ელექტროსადგურის” 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის და 220 კვ. ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება.

მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკოპინგის დასკვნა უკვე გასცა.

გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პროექტის განხორცეიელებას „გოგნის ქარის კომპანია” უზრუნველყოფს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu