TOPNEWS » მთავარი თემა » “ერთად გავიგოთ რამდენი ვართ,”-საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

“ერთად გავიგოთ რამდენი ვართ,”-საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

“ერთად გავიგოთ რამდენი ვართ,”-საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება.

“აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, შენ საშუალება გექნება, გაიარო თვითრეგისტრაცია

თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას

კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე: https://www.geostat.ge/ka

აღწერის მეორე ეტაპი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ჩვენი ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით შეაგროვებენ ინფორმაციას

გახსოვდეს, რომ აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია

მიიღე მონაწილეობა აღწერაში და შეიტანე შენი წვლილი ქვეყნის განვითარებაში!

ერთად გავიგოთ რამდენი ვართ!,”-ნათქვამია სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu