TOPNEWS » მთავარი თემა » ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები ბაღდათში

ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები ბაღდათში

ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები ბაღდათში

ბაღდათის მაღალმთიან ნაწილში, ზღვის დონიდან 2205 მეტრის სიმაღლეზე, მთის წვერზე მდებარეობს ბუნების ძეგლი „ქვასაყდარა“ - ვულკანური წარმოშობის ქვის სვეტები. სვეტების დასავლეთით აღმართულია მთა „დიდმაღალი“ (ზღვის დონიდან 2588 მ ). 

გადმოცემის თანახმად,  ამ გზით ქრისტეს 3 მოციქული, ანდრია პირველწოდებული, სიმონ კანანელი და მატათა შემოვიდნენ საქართველოში და აქ ქრისტეს ჯვარი აღმართეს. ასევე, იხილავთ ულამაზეს ალპურ მდელოებს საძოვრებით და შეძლებთ დააგემოვნოთ შეუდარებელი რძის პროდუქტები.

აქვეა ე.წ. „ბოთლის ყელი“, სადაც გაზაფხულზე ხდება მიმომფრენი ფრინველების გადაფრენა. მტაცებელი ფრინველების გამო, ის იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვების მსურველებისთვის. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu