TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

დიდთოვლობის მიუხედავად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

როგორც ადგილზე აცხადებენ, დასავლეთ საქართველოში ინტენსიური თოვის მიუხედავად, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

“აეროპორტის შესაბამისი სამსახურები დროულად ახორციელებენ საჰაერო ხომალდების მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს, ხოლო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ინტენსიურად იწმინდება.

დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში სრულდება. გამთენიისას არ შესრულდა მხოლოდ ათენის მიმართულებით დაგეგმილი რეისი და საპირისპირო მიმართულებით ფრენა.

უამინდობის გამო თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებლის დროებით შეჩერების შედეგად, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან მყოფი 12 მგზავრის ტრანსპორტირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა უზრუნველყვეს.

უამინდობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე 2 იანვრის დღის პირველი ნახევრის ჩათვლით შენარჩუნდება,”-აცხადებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu