TOPNEWS » მთავარი თემა » ქართული ცხენოსნობის ზეიმი სამტრედიაში

ქართული ცხენოსნობის ზეიმი სამტრედიაში

ქართული ცხენოსნობის ზეიმი სამტრედიაში

სამტრედიაში, ილორში მდებარე განახლებულ იპოდრომზე, ქართული ცხენოსნობის ზეიმი გაიმართა. ბოლო პერიოდში აღნიშნულ სივრცეში ჩატარდა ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები-მოეწყო ტრიბუნა, ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, გადაიხურა თავლა, რაც მაყურებელთათვის კომფორტულ პირობებს ქმნის.

26, 27 და 28 აგვისტოს, მარიამობის აღსანიშნავად, სწორედ ამ განახლებულ იპოდრომზე ჩატარდა სამტრედიის გრან პრი 2025.

საცხენოსნო შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ საუკეთესო მხედრები და ცხენები მთელი საქართველოდან. გაიმართა ასპარეზობები ისინდში, ცხენბურთში და წმინდა სისხლის ცხენების დოღში სხვადასხვა დისტანციებზე.

ღონისძიებას მთავარი მსაჯი მერაბ გორგასლიძე ხელმძღვანელობდა. ორგანიზატორები იყვნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია, სამტრედიის იპოდრომი და საქართველოს ხალხური ცხენოსნობის ეროვნული ფედერაცია.

მარულაში (5 წრე, დისტანცია 6 კმ) გამარჯვება მოიპოვა მხედარმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა ცხენით ესპერანსა (სამტრედია). წარმატება სამტრედიელ მხედრებს ასევე ისინდშიც ჰქონდათ.

საბოლოოდ, 66 ქულით გუნდური პირველი ადგილი და სამტრედიის გრან პრი 2025 მოიპოვა სამტრედიის საცხენოსნო კლუბმა.

ღონისძიებას სამტრედიის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
მერმა  გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათ ფულადი პრიზები გადაეცათ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu