TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე იმსჯელეს

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე იმსჯელეს

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე იმსჯელეს

ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა. 

მინისტრი პარლამენტის წევრ ზაზა ლომინაძესთან, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო ტერიტორიის განვითარების პოტენციალს და გამართა სამუშაო შეხვედრა. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ტერიტორიის ეფექტიანად გამოყენების გზებზე და შესაძლო პროექტებზე, რაც ქალაქის განვითარებას და მოსახლეობისთვის ახალი ფუნქციური სივრცეების შექმნას შეუწყობს ხელს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu