რეკლამა

"მოვითხოვთ, შეწყდეს და შეჩერდეს ყველა დაგეგმილი სამუშაო ჰესის მშენებლობის მიმართულებით"

"მოვითხოვთ, შეწყდეს და შეჩერდეს ყველა დაგეგმილი სამუშაო ჰესის მშენებლობის მიმართულებით"

მოძრაობა "ძუსის ხეობის გადასარჩენად" ხელისუფლებას მიმართავს: 

"მიმართვა საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიას:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჯირეთის  ადმინისტრაციულ საზღვრებში,
მდინარე ძუსის ხეობაში, ბელარუსების მიერ (შ.პ.ს ძუსა1)  დაგეგმილი ე.წ დერივაციული (მდინარის მილებში გაშვება) ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა საფრთხეს უქმნის მდინარე ძუსას და მის უნიკალურ კანიონურ ხეობას. 

აღნიშნული პროექტი ძუსის ხეობას, რომელსაც უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი აქვს, ემუქრება განადგურებით. 

ჩვენთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის
მიუღებელია აღნიშნული ჰესის მშენებლობა.

მოვითხოვთ, შეწყდეს და შეჩერდეს ყველა დაგეგმილი სამუშაო ჰესის მშენებლობის მიმართულებით.

დაუშვებელია მდინარე ძუსის ხეობის განადგურება იმ მიზერული ელექტრო ენერგიის სანაცვლოდ, რომელსაც სარგებლად ბელარუსული კომპანია მიიღებს.

ახალგაზრდული მოძრაობა ძლიერი მუხურა,
სკანდე & მუჯირეთი,
ქვედა საზანო kveda sazano,
ზედა საზანო,
ზოვრეთი,
ჭალატყე 
მუხურა,"-ნათქვამია მიმართვაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები