TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში "მშვიდობის" მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაცია დასრულდა

ჭიათურაში "მშვიდობის" მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაცია დასრულდა

ჭიათურაში "მშვიდობის" მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაცია დასრულდა

ჭიათურაში,ზედა რგანის (ე.წ  „მშვიდობის“ ) მიმართულებით სამგზავრო საბაგიროს რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.

1966  წელს ინჟინერ-კონსტრუქტორის გიორგი ფანცულაიას თაოსნობით აშენებულ  უნიკალურ  სახალხო-სამგზავრო ბაგირგზას კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და შესაბამისად  ავთენტურობა შეინარჩუნა. განახლდა მხოლოდ ტექნიკური ნაწილი -გონდოლები, მანქანა -დანადგარები და ბაგირები.

პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4 600 000 ლარი  შეადგინა. ასევე, მალე დასრულდება  ჭიათურა-პერევისის ( ე.წ 25-ის )  საბაგირო გზის რეაბილიტაცია. ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით  ადგილობრივები და ჭიათურის სტუმრები ისარგებლებენ.

აღსანიშნავია, რომ  რეაბილიტირებული  საბაგიროს გახსნის ცერემონიას გიორგი ფანცულაიას გუნდის წევრი, მაშინდელი მთავარი ენერგეტიკოსი და  პირველი მგზავრი შოთა ნიორაძე  ესწრებოდა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu