საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს. ამჯერად მინისტრი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხონის სალოტბარო სკოლას ესტუმრა. სტუმარი მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძესთან და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად გაეცნო სკოლის საქმიანობასა და საჭიროებებს.
თეა წულუკიანი შეხვდა სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტ დავით კახიძეს და სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო. მინისტრმა მადლობა გადაუხადა რეგენტს გაწეული საქმიანობისა და რეგიონში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის.
აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და ამ დარგის განვითარებაა. ამ მიზნით დაგეგმილია წლის ბოლომდე ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება და მათი საჭიროებების გაცნობა.