რეკლამა

რა ეტაპზეა რაჭაში ეროვნული პარკის განვითარების სამუშაოები?

რა ეტაპზეა რაჭაში ეროვნული პარკის განვითარების სამუშაოები?

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში დაცული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო რაჭაში დაცული ტერიტორიების განვითარებისა და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის პოტენციალის შესწავლის მნიშვნელობის საკითხებს.

„მოგეხსენებათ, რაჭის რეგიონი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობითა და მათთან კონსულტაციების საფუძველზე, რაჭაში, დაცული ტერიტორიების განვითარებით და ახალი დაცული ტერიტორიების პოტენციალის შესწავლით, ხელი შევუწყოთ უნიკალური ეკოსისტემების, ლანდშაფტების დაცვას და რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა.

 აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 6 წლიანი პროგრამა, „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ რომელსაც, დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს, სოციალურ-ეკონომიკური კომპონენტის ფარგლებში, თემის საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულის ფარგლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თემების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც მოხდება თემის საჭროებების იდენტიფიცირება და მათ საჭროებებზე მორგებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები