საჩხერეში ცნობილი ექიმი გარდაიცვალა.
"მძიმე განცდის დღეები უდგას საჩხერის საზოგადოებას.
სავსებით მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, საჩხერის სამედიცინო ცენტრის პოლიკლინიკური სამსახურის ადმინისტრაციის კოორდინატორი ბატონი სერგო ივანაშვილი, ექიმის ფიცისადმი ერთგულებით, გულისხმიერებით, გულითადობით, თანადგომით, მეგობრობით, კოლეგიალობით და სხვა მრავალი კეთილი ადამიანური თვისებებით გამორჩეული ბატონი სერგო განსაკუთრებით ამაყობდა საჩხერით და საჩხერლობით, იმ მაღალი ავტორიტეტით, რითაც დამსახურებულად სარგებლობდა.
ჩვენს გულისტკივილს ეს სამწუხარო დამთხვევაც აორმაგებს: გარდაიცვალა ზუსტად იმ დღეს, რა დღესაც იყო დაბადებული, ამ ორ დღეს შორის მხოლოდ 73 წელია,"-ნათქვამია განცხადებაში.