TOPNEWS » მთავარი თემა » ბაღდათში, კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა

ბაღდათში, კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა

ბაღდათში, კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა

ბაღდათის მერია რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში მცხოვრებ 19 ოჯახს დროებით ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. 
ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება მერიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, ბინის ეზოში მიწა ჩამოიშალა.

“კორპუსის მცხოვრებლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა და განვითარებული გრუნტის ჩამოშლის  პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამასთანავე, მერიის დაკვეთით, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის  შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის  თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu