კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე რეგისტრაცია დღეს, 8 აგვისტოს, 24:00 საათზე დასრულდება.
პროგრამაში ჩართულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ქალაქის მერიაში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით, შესაბამის ბმულებზე:
ვაკანსია N 88610
სტაჟიორი საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88610
ვაკანსია N 88587
სტაჟიორი ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88587
ვაკანსია N 88576
სტაჟიორი სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88576
ვაკანსია N 88557
სტაჟიორი კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88557
ვაკანსია N 88536
სტაჟიორი მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88536
ვაკანსია N 88500
სტაჟიორი სოციალურ საკითხთა სამსახურში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88500
ვაკანსია N 88479
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილებაში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88479
ვაკანსია N 88426
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებაში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88426
ვაკანსია N 88374
სტაჟიორი ადმინისტრაციული სამსახურის სერვისების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებაში https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/88374
" სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს. ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კანდიდატს არ ევალება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა.
აუცილებელია, კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან/და ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი საჯარო უწყება გამოითხოვს. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა.
სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ. ამასთან, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვოს შესაბამისი განათლების და აკადემიური მოსწრების ინფორმაცია/დოკუმენტები.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
საჯარო დაწესებულებების მასშტაბით 4-თვიან სტაჟირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან 3000-მდე მსურველი გაივლის.