TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთის რეგიონში 6 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

იმერეთის რეგიონში 6 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

იმერეთის რეგიონში 6 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში იწმინდება გზები. ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია მხოლოდ 6 სოფელი, გაწმენდითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც აქტიურია. 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩაკეტილად ითვლება შემდეგი სოფლები:

სამტრედია - გამოჩინებული, თხილაგანი

ხარაგაული - ჭარტალი, გუდათუბანი

ბაღდათი- საკრაულა

ტყიბული - მუხურა.

“მუნიციპალიტეტებში ორი დღეა მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები. იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა,”-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu