იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 24 საათიან რეჟიმში იწმინდება გზები. ამ წუთის მდგომარეობით ჩაკეტილია მხოლოდ 6 სოფელი, გაწმენდითი სამუშაოები ამ მიმართულებითაც აქტიურია.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩაკეტილად ითვლება შემდეგი სოფლები:
სამტრედია - გამოჩინებული, თხილაგანი
ხარაგაული - ჭარტალი, გუდათუბანი
ბაღდათი- საკრაულა
ტყიბული - მუხურა.
“მუნიციპალიტეტებში ორი დღეა მოსახლეობას საჭიროებისამებრ მიეწოდება პროდუქტი და პირველადი დახმარების ნივთები. იმერეთმა 40 ტონაზე მეტი პროდუქტი მიიღო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა,”-აცხადებენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.