TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში, ტიციან ტაბიძის მშობლიურ სახლში ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა

ვანში, ტიციან ტაბიძის მშობლიურ სახლში ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა

ვანში, ტიციან ტაბიძის მშობლიურ სახლში ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა

ტიციან ტაბიძის  დაბადების დღესთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტში საიუბილეო ღონისძიებები გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა  გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ, ვანის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძესთან ერთად გვირგვინით შეამკეს ტიციან ტაბიძის ბიუსტი. 

საჯარო სკოლების მოსწავლეებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიება გაიმართა პოეტის მშობლიურ ჭყვიშში, სადაც  ტიციანის  სახლში ლიტერატურული პერფორმანსი გამართეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ვანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სამსახურების წარმომადგენლები.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu