ქუთაისში, არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ადევნებაში ბრალდებული პირი პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ იურისტი ლევან ჭელიძე ავრცელებს.
"ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების მიერ, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ საცავარაუდო ადევნებაში მხილებული პირი დაკავებულია. დაკავებული პირი უკვე შესაბამის ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული. მადლობა შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსს, ბ/ნ დავით ბაქრაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპროცესო მოქმედებებში,"-წერს იურისტი.