ხარაგაულს დამატებით 19 გაზიფიცირებული სოფელი შეემატება.
"გამოიცა საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც 2024-2025 წლებში ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ხარაგაულის შემდეგ სოფლებში განხორციელდება: წყალაფორეთი, ლახუნდარა,
ხონი, ბუდიანეთი, პატარა ვარძია, ბორი, ხიდარი, საღანძილე, მირონწმინდა, სარგვეში, ღორეშა, უბისა, საბე, ვანი, სხლითი, ზარანი, დიდვაკე, ლეღვანი და მარელისი. საპროექტო სამუშაოები 2024 წელს დაიწყება, სამშენებლო სამუშაოები 2025 წელს. სხვა სოფლების გაზიფიცირების მიზნით, მიმდინარეობს დამატებითი კონსულტაციები,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.