რეკლამა

აპრილის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 125 ფაქტი გამოვლინდა

აპრილის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების 125 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125  ფაქტი გამოავლინეს.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 24  დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 - მცხეთა-მთიანეთის, 4 გამოვლენილია ქვემო ქართლის, 11 - შიდა ქართლის, 38 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - გურიის,  36 - იმერეთის, 1 რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ხოლო 7 კანონდარღვევის ფაქტი გამოვლენილია სამეგრელო -ზემო სვანეთის  სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

"სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.

მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს  თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 34,295 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

რაც შეეხება 2024 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 334 ფაქტია გამოვლენილი; საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 266,644 კუბური მეტრი შეადგინა,"-აცხადებენ სატყეო სააგენტოში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები