TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისელი წარჩინებული მოსწავლეები მერიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ
ქუთაისელი წარჩინებული მოსწავლეები მერიის საზაფხულო ბანაკში დაისვენებენ
ქუთაისელი წარჩინებული მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მერიის საზაფხულო ბანაკში კურორტ ბაკურიანში გაემგზავრნენ. ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის საჯარო სკოლების მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები.
ბანაკის მონაწილეები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს წევრმა ბექა ქებულაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გააცილეს.
წელს ბანაკის თემატიკაა მედიაწიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, მოხალისეობა, აქტიური მოქალაქეობა, ეფექტური კომუნიკაცია და ლიდერობა. ბანაკი 15 აგვისტოდან 30 აგვისტომდე სამ ნაკადად გაიმართება.





