რეკლამა

ქუთაისის მერთან არსებული „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები განცხადებას ავრცელებენ

ქუთაისის მერთან არსებული „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები განცხადებას ავრცელებენ

ქუთაისის მერთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს − „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. 

"ნინო ბუცხრიკიძემ, ირაკლი თევზაძემ, თეონა ფურცხვანიძემ, საბა ხაბულიანმა,  ნინი გორგოძემ, ლანა ჟორჟოლიანმა, ლიზი ჯავახაძემ, მარიამ ბენიძემ, შაქრო კლდიაშვილმა, დავით ხაჩიძემ მოამზადეს და ავრცელებენ განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე.

განცხადებას უერთდება RICDOG-ის წარმომადგენელი საბჭოში - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი" გენერალური მდივანი ირაკლი თევზაძე. 

განცხადებაში ნათქვამია:

"ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს წევრები ვაცნობიერებთ რა, რომ სახელმწიფო თუ მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის როლი, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი და მათი ჩართულობა. 

ვფიქრობთ, რომ წლების განმავლობაში ახალგაზრდული სფეროს და ეკოსისტემის განვითარებაში, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობა არ შეიძლება იყოს დაუფასებელი და “უცხოური გავლენის ინტერესების გამტარი”. 

ჩვენ, ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლები ვემიჯნებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. 

მოვუწოდებთ, მთავრობას და პარლამენტს, არ დაიშუროს ძალისხმევა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში და არ დააყენოს ჩვენი ევროპული არჩევანი რისკის ქვეშ, რაც ქუთაისელი ახალგაზრდების გამოხატული ნებაა,"-ნათქვამია განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები