რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სოფლებში- წითელხევში, შუბანსა და ზედა დიმში მეწყრული პროცესების გააქტიურება მოხდა.
"დაზიანებულია სოფელ წითელხეში დევიძეების უბნის გზის ნაწილი. ასევე, მეწყრული პროცესები წარმოიქმნა სავარგულებსა და სახნავ სათესებზე. დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სტიქიის ზონაში იმყოფება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი. კახა ენუქიძე შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე ეცნობა არსებულ ვითარებას,"-აცხადებენ ბაღდათის მერიაში.