TOPNEWS » მთავარი თემა » ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება. 

რეაბილიტაციის გეგმა, რომელიც 2025-2027 წლებს მოიცავს,  საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმში მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანსა და სახლ-მუზეუმის დირექტორ, ფერიდა მატარაძესთან ერთად განიხილა.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების - გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია; ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა; გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები; მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა. განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu