TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულის და ბაღდათის საკრებულოებმა ხელმძღვანელი პირები უცვლელად დატოვეს

ტყიბულის და ბაღდათის საკრებულოებმა ხელმძღვანელი პირები უცვლელად დატოვეს

ტყიბულის და ბაღდათის საკრებულოებმა ხელმძღვანელი პირები უცვლელად დატოვეს

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 3 მუნიციპალიტეტს-ბაღდათს, ზესტაფონს და ტყიბულს ახალი მერები ჰყავთ. ამავე მუნიციპალიტეტებში შეიცვალნენ საკრებულოს თავმჯდომარეები.

ახალი მერები მუშაობას 29 ოქტომბრიდან შეუდგნენ, თუმცა როგორც აღმოჩნდა ცვლილებები მუნიციპალიტეტების ოფიციალურ ვებ-გვერდებზე სრულყოფილად მხოლოდ ზესტაფონის მერიამ ასახა. მერიის ოფიციალურ საიტზე zestafoni.gov.ge მითითებულია, რომ მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ღამბაშიძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილია.

ინფორმაცია არასრულყოფილადაა ასახული ბაღდათის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: baghdati.gov.ge. მოცემული ვებ-გვერდის მიხედვით, ნოდარ გიორგიძე ერთდროულად ბაღდათის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არის, ხოლო საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე ოფიციალური საიტის მიხედვით, ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს. 

ხელმძღვანელი პირებიდან ტყიბულის მერიის ოფიციალური საიტის, tkibuli.gov.ge-ს მიხედვით, მხოლოდ ტყიბულის მერი შეიცვალა. ოფიციალურ ვებ-გვერდზე უცვლელია ინფორმაცია ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი პირველი მოადგილის შესახებ. ამ დროისთვის, ოფიციალური გვერდის მიხედვით, ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარე კვლავ იოსებ რობაქიძე, ხოლო მისი პირველი მოადგილე სოფიო ბოჭორიშვილია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu