TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტერიტორიას არჩევენ

იმერეთში ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტერიტორიას არჩევენ

იმერეთში ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად ტერიტორიას არჩევენ

იმერეთი-რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქუთაისში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ლევან ზაუტაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში, ლევან ზალკალიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, მიხეილ გოგოლიძე და იმერეთის გუბერნიაში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

“ჩვენი მიზანია მოსახლეობისთვის ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა, რისთვისაც არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ.  მყარი ნარჩენების მართვა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.  დღის წესრიგში დგას არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობის აუცილებლობა. მუნიციპალიტეტებთან, შესაბამის სამსახურებთან აქტიური კომუნიკაციით და კოორდინირებული მუშაობით, უმოკლეს ვადებში უნდა გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს; ქვეყნის მასშტაბით, ძველი ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტებით უნდა ჩავანაცვლოთ, რაც უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების, ჰაერისა და ნიადაგის დაცვას დაბინძურებისგან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის  მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა არსებული ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. მიუხედავად „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მხრიდან მათი მრავალჯერადი რეაბილიტაციისა, ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაშია; ზოგიერთი მათგანი ახლოს მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის. 

 „ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიური, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ახალი პროექტები ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და  მაღალი განვითარების ქვეყნებში აპრობირებული სისტემაა“, - აღნიშნა „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ. 

 ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების გახსნის შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები. იმისთვის, რომ შესაბამისმა სამსახურებმა შეძლონ არსებულ გამოწვევებთან დროულად გამკლავება, საჭიროა, ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები აქტიურად  იყვნენ ჩართულნი პროექტის განხორციელების პროცესში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu