TOPNEWS » მთავარი თემა » "ხარაგაულობა 2023"-ზე გიგანტური მჭადის გამოცხობა იგეგმება

"ხარაგაულობა 2023"-ზე გიგანტური მჭადის გამოცხობა იგეგმება

"ხარაგაულობა 2023"-ზე გიგანტური მჭადის გამოცხობა იგეგმება

ხარაგაულში, ახლადრეაბილიტირებულ ცენტრალურ პარკში სახალხო დღესასწაული "ხარაგაულობა -2023" აღინიშნება. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს. 

პროგრამა მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დეგუსტაციას, ხარაგაულისათვის დამახასიათებელი რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვას, თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ ღონისძიებებს და ადგილობრივი თუ მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტების გამართვას ითვალისწინებს. 

"ხარაგაულობა 2023"-ის ფარგლებში, მოხდება საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოვება. ასევე, დაგეგმილია გიგანტური მჭადის გამოცხობა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu