რეკლამა

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში მოსახლეობას უფასოდ გამოიკვლევენ

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, რეგიონებში მოსახლეობას უფასოდ გამოიკვლევენ

მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სოფო ჯა­ფა­რი­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­სა­ღე­ბის ოფის­ში ახა­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა წა­რად­გი­ნა. სოფო ჯა­ფა­რი­ძის თქმით, პრო­ექ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით იწყე­ბა, სა­დაც ჩარ­თუ­ლი არი­ან ექი­მე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით, ერ­თად აპი­რე­ბენ რე­გი­ო­ნებ­ში ჩას­ვლას მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­სა­წე­ვად.

"დღე არ გა­ივ­ლის, რომ არ მი­ვი­ღო უამ­რა­ვი წე­რი­ლი, თუ რა მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შეა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, თუ რო­გორ უჭირთ ექი­მებ­თან ვი­ზი­ტი და სრულ­ფა­სო­ვა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩვენ ვი­წყებთ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ პრო­ექტს, რო­მელ­შიც ჩა­ერ­თო ძა­ლი­ან ბევ­რი ექი­მი. ვა­პი­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ჩას­ვლას და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას.

ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლი იყოს, მაგ­რამ მე ნამ­დვი­ლად არ ვთვლი, რომ სა­სა­ცი­ლოდ გვაქვს საქ­მე, როცა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი მწერს, რომ გა­ჭირ­ვე­ბის გამო, არ­ჩე­ვანს აკე­თებს საკ­ვებ­სა და ექიმ­თან ვი­ზიტს შო­რის. როცა მშობ­ლებს, სა­კუ­თა­რი შიმ­ში­ლის ფა­სად უწევთ ჩვი­ლი ბავ­შვე­ბის გა­მოკ­ვე­ბა, როცა სრულ­ყო­ფი­ლი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბა ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნად გა­და­იქ­ცა. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯან­დაც­ვაც კი ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის კლა­ნის­თვის და არა თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის.

მე, სოფო ჯა­ფა­რი­ძე, ვიქ­ნე­ბი იქ სა­დაც ჩემს ხალ­ხს ვჭირ­დე­ბი. მე ყვე­ლა­ზე კარ­გად მეს­მის თქვე­ნი, რო­გორც დე­დას, რო­გორც ქალს და რო­გორც შვილს. თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა არ უნდა იყოს ოჯა­ხე­ბის­თვის მძი­მე ტვირ­თი! მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს არის ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი აქ­ცია და ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგ­თან. პრო­ექ­ტი და­ი­წყე­ბა 4 ნო­ემ­ბერს და სა­ი­დან და­ვი­წყებთ, დე­ტა­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად მალე გა­ი­გებთ”, - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები