TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ზესტაფონში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვაა

ზესტაფონში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვაა

ზესტაფონში ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვაა

 საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი- სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 195 - 196  მონაკვეთზე 11:00 საათიდან - 18:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. 

როგორც ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 195 - 196  (ქ. ზესტაფონის მონაკვეთზე)  მიმდინარე წლის 7 ივლისამდე დაგეგმილია პირველი და მეორე მთავარი სარკინიზო ლიანდაგების კვეთაზე არსებული გადასასვლელების კაპიტალური შეკეთება, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე - ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 

"დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მსუბუქი ავტომობილები იმოძრავებს ქალაქის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულ შეზღუდვას! ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,"-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu