TOPNEWS » მთავარი თემა » სად და რა რაოდენობით იყიდება ქართული თხილი?

სად და რა რაოდენობით იყიდება ქართული თხილი?

სად და რა რაოდენობით იყიდება ქართული თხილი?

თხილის ექსპორტის ღირებულება მზარდია. თებერვალში საქართველოდან 19.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1.7 ათასი ტონა თხილის ექსპორტი მოხდა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 33%-ით (407.4 ტონა), ხოლო ღირებულება 2.2-ჯერ (10.4 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი), სადაც 2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ექსპორტირებულია 9. 9 ათასი ტონა თხილი. 

944 ტონა თხილი აგრეთვე ექსპორტირებულია სირიაში, 511 ტონა სომხეთში და 473 ტონა რუსეთში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu