"მეტი გასაქანი მიეცით ხაბეიშვილს,"-ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს

"მეტი გასაქანი მიეცით ხაბეიშვილს,"-ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს მიმართავს

მხარდამჭერებს და სამოქალაქო აქტივისტებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მიმართა - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირება არასწორია.

მისივე თქმით, არათუ ხელი უნდა შეუშალოს ვინმემ "ნაციონალური მოძრაობის" შეკრებებს, არამედ პარტიას უნდა მისცეს შესაძლებობა აჩვენოს საკუთარი სახე.

"ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ეს წინა შემთხვევის დროსაც ვთქვი, არ მახსოვს კასპი იყო თუ საგარეჯო, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი, არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო მიზანშეწონილ, მნიშვნელოვან ფიგურად. რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არა თუ ხელი უნდა შეუშალოს ვინმემ, არამედ რაც შეიძლება მეტად უნდა შეუწყონ ხელი ხაბეიშვილის სიარულს რეგიონებში იმიტომ, რომ უფრო მეტად კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" და პარტია "ნაცმოძრაობის" სახე.

კიდევ ერთხელ, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მოვუწოდებ მე ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ., რომ პირიქით, რაც შეიძლება მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში და მეტად წარმოაჩინოს "ნაცმოძრაობის" ნამდვილი სახე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები