რეკლამა

ონში სტომატოლოგიური კლინიკა იხსნება, სადაც ბავშვებს უფასოდ მიიღებენ

ონში სტომატოლოგიური კლინიკა იხსნება, სადაც ბავშვებს უფასოდ მიიღებენ


საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების მიზანმიმართული ხელშეშლისა და საბოტაჟის მიუხედავად, ონის მუნიციპალიტეტის მერია სრულად დააფინანსებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2-დან 18 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი ავრცელებს.


მისივე თქმით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზე, სწორედ ცენტრალურ მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით ონში სტომატოლოგიური კლინიკა აუცილებლად გაიხსნება.


„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს. პროექტის განხორციელებისთვის, ადგილობრივი 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 57 000 ლარი. ფონდმა „ფეა თრიიზმა“ მოგვმართა განცხადებით იდეის დონეზე, რომ განხორციელებულიყო პროექტი ონის მუნიციპალიტეტში, ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, გავატარეთ შესაბამისი ზომები და როდესაც საკითხი დასასრულისკენ მივიყვანეთ და აქტიურ ფაზაში იყო პროექტის განხორციელება, ფონდმა განაცხადა უარი, მათი მხრიდან რბილად, რომ ვთქვათ, ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი და შეურაცხყოფა ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების“, -აცხადებს სერგი ხიდეშელი.


ტეგები:

Facebook - კომენტარები